შესვლა რეგისტრაცია
პოსტი
1. MalKon[25](Off)ციტ|პას
29 ოქტ, 12:30

Webmoney — ელექტრონული ფული და ონლაინ საგადასახადო სისტემა (ტრანზაქცია ხორციელდება WebMoney Transfer-ით). WM Transfer Ltd, WebMoney Transfer Online Payment System-ის მფლობელი და ადმინისტრატორი დაარსდა 1998 წელს. სისტემა ძირითადად გათვლილია რუსებზე თუმცა მას ფართოდ გამოიყენებენ მთელ მსოფლიოში. დღეისათვის Webmoney-ს ჰყავს 4,5 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი.

ფულადი აღნიშვნები
WMR - ეკვივალენტურია რუბლის, R საფულეში.
WME - ეკვივალენტურია ევროსი, Е საფულეში.
WMZ - ეკვივალენტურია აშშ დოლარის, Z საფულეში.
WMU - ეკვივალენტურია გრივნასი, U საფულეში.
WMY - ეკვივალენტურია სუმის, Y საფულეში.
WMB - ეკვივალენტურია ბელორუსიული რუბლის, B საფულეში.
WMG - ეკვივალენტურია ერთი გრამი ოქროსი, G საფულეში.
WMC და WMD ეკვივალენტურია WMZ-სი C და D საფულეებში საკრედიტო ოპერაციებისთვის.

WM იდენტიფიკატორი
Webmoney სისტემაში რეგისტარციის შემდეგ ყველა მომხმარებელს ენიჭება თორმეტ ციფრიანი უნიკალური რიცხვი (WMID), მაგალითად WMID#012345678901. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან განუსაზღვრელი რაოდენობის საფულეები. ყველა ასეთი საფულე განისაზღვრება, საფულის შესაბამისი ერთი ასოთი და თორმეტი ციფრით (მაგ. Z123456789012, WMZ საფულისთვის)

ოფ. საიტი
https://www.webmoney.ru/

პასუხი თემაზე
Save as .txt